weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩატარებული 18 335 ტესტიდან კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:12 შაბათი, 06 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კროონავირუსზე 18 335 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 569 ინფიცირებული და დაფიქსირდა 11 პაციენტის გარდაცვალება.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.74%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 246, ხოლო რეგიონების მიხედვით, ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 101

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 77

კახეთი – 54

აჭარა – 30

გურია – 30

შიდა ქართლი – 21

ქვემო ქართლი – 16

მცხეთა-მთიანეთი – 10

სამცხე-ჯავახეთი – 10

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 5510 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, 2231 – მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საავადმყოფოებში მყოფი 509 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 141 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.  

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 14 632 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) კორონავირუსი სულ 261 620 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 252 815 პაციენტი. დღემდე ვირუსს ჯამში 3269 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]