ამასთან, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გააგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების მოგვარებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში“, – ნათქვამია კარლ ჰარცელის განცხადებაში.
რუსი სამხედროების მიერ, 7 თვის წინ, კასპის რაიონიდან გატაცებულ 34 წლის ზაზა გახელაძეს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა გუშინ, 5 თებერვალს მიუსაჯა.
გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ე.წ. პროკურატურა ზაზა გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.
ამ თემაზე:
ამერიკის საელჩო ზაზა გახელაძეს და მის ოჯახს თანადგომას უცხადებს