weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მიმართავს

16:51 შაბათი, 06 თებერვალი 2021

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. ამასთან დაკავშირებით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მგზავრებს მიმართავს.

კომპანიის განცხადებით, მიკროავტობუსები მგზავრებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურებიან, კერძოდ:

  • აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე;
  • აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა მიკროავტობუსებში;
  • სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

„უმორჩილესად ვთხოვთ ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე და დაიცვას უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლს ექნება უფლება, არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება“, – აცხადებს კომპანია.

მათივე ცნობი, COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზნით, ყველა მიკროავტობუსს, ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე, ყოველ დღე ჩაუტარებენ დეზინფექციას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]