კარნავალიზებულ მსვლელობაში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ. ისინი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საბაბით დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას და ქვეყნის გახსნას ითხოვენ.
„დაუმორჩილებლობის მარში“ პოლიციელების თანხლებით მიმდინარეობს. ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია, დაჯარიმების შესახებ. 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარია.
არსებული ინფორმაციით, მსვლელობა დედაენის ბაღთან დასრულდება, სადაც წვეულებაა დაგეგმილი.
ამ თემაზე:
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას „კომენდანტის საათის“ გაუქმებისკენ მოუწოდებენ