weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:25 კვირა, 07 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 13 573 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 799 ინფიცირებული, ხოლო 14 ადამიანი გარდაიცვალა.

6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.64%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 404 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 188, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 73

კახეთი – 33

შიდა ქართლი – 30

გურია – 26

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 26

ქვემო ქართლი – 10

აჭარა – 7

სამცხე-ჯავახეთი – 7

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3

მცხეთა-მთიანეთი – 1

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 5101 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2577 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, 2230 ადამიანი მოთავსებულია საავადმყოფოში, ხოლო 294 – კლინიკურ-სასტუმროში იმყოფება.

508 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 138 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 450 ადამიანი, ხოლო 14 099 – თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 262 024 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 253 614. ვირუსს ჯამში 3283 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]