weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარის პოლიციის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა

22:32 კვირა, 07 თებერვალი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე ინიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის შსს-ში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ანანიაშვილი 2013-2016 წლებში თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლამდე კი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]