weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

09:31 ორშაბათი, 08 თებერვალი 2021

დღეიდან, 8 თებერვლიდან, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დღეიდან მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.

თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები/მიკროავტობუსები მგზავრებს ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე მოემსახურებიან. მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.

ტრანსპორტი კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით იმუშავებს - სავალდებულოა პირბადის ტარება, კვლავ აკრძალული იქნება  გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი. პირველი თებერვლიდან რეგიონებში, ქალაქ რუსთავისა და ქუთაისის გარდა, ეს შეზღუდვა მოიხსნა. დღემდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობდა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.

ჯერ ისევ ძალაშია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]