weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 23 წლის მამაკაცი დააკავეს

09:44 ორშაბათი, 08 თებერვალი 2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა 1998 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. 42 წლის მამაკაცის ცხედარი მისსავე საცხოვრებელ სახლში ნათესავმა 6 თებერვალს ნახა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი მკვლელობა 3 თებერვალს მოხდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ, მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ი.ბ.-მ. მის ნაცნობს - 1978 წელს დაბადებულ ტ.ქ.-ს ცხვარიჭამიაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ტ.ქ. მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი (დანა) ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]