საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი მუშაობს.
„არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, დამწვარია სამი მაღაზია. მისივე თქმით, მაღაზიები დაზღვეული იყო.