weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

11:24 ორშაბათი, 08 თებერვალი 2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 6593 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 736 ინფიცირებული, ხოლო 15 – გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.09%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.69%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 32

გურია – 18

ქვემო ქართლი – 16

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 14

შიდა ქართლი – 13

აჭარა – 11

კახეთი – 8

მცხეთა-მთიანეთი – 3

სამცხე-ჯავახეთი – 3

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4554 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა.

აქედან, 2229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2030 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

მძიმეა 499 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 134 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, ხოლო 13 531 თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსი სულ 262 228 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 254 350 უკვე გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 3298 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]