ჯარიმის დაკისრების გარდა, შრომის ინსპექცია ობიექტისთვის სახელმწიფო სუბსიდირების შეწყვეტას ითხოვს.
სასტუმროს რესტორანში წვეულების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. შრომის ინსპექციას რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, 2020 წლის 28 ნოემბრიდან რესტორნებს მუშაობა მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ. როგორც „რეგინფოს“ შრომის ინსპექციაში განუმარტეს, გამონაკლისს წარმოადგენენ სასტუმროებში მდებარე რესტორნები – მათ სასტუმროს სტუმრების მომსახურების უფლება 21:00 საათამდე აქვთ.