weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სკოლაში პირბადის ტარების წესი შესაძლოა შეიცვალოს

16:56 ორშაბათი, 08 თებერვალი 2021

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლაში პირბადის ტარების წესი შესაძლოა შეიცვალოს. დღეს მოქმედი რეგულაციით, მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის.

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მსჯელობენ.

„არსებობს განსხვავებული რეკომენდაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და ვსაუბრობთ, როგორ შეიცვალოს პირბადის ტარების წესები. საბოლოო, შეთანხმებულ ინფორმაციას საზოგადოებას სავარაუდოდ ხვალ გავაცნობთ“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოს სკოლების უმეტეს ნაწილში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. გამონაკლისია თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლები. ამ ქალაქებში ბაშვები საკლასო ოთახებს 15 თებერვლიდან დაბრუნდებიან.

ამასთან, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის, თუმცა ეს მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს ეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]