weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:01 სამშაბათი, 09 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 18 331 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 566 პაციენტი, ხოლო 8 – გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.52%-ია, ბოლო 14 დღეში – 3.74%, ბოლო 7 დღეში – 3.63%.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარაში – 37, იმერეთში – 150, ქვემო ქართლში – 37, შიდა ქართლში – 63, გურიაში – 43, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 95, კახეთში – 73, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4809 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2359 – ბინაზე, ხოლო 301 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

480 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 127 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსი სულ 263 057 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 254 916. დღემდე ვირუსს ჯამში 3306 ინფიცირებული ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]