weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცხინვალის განცხადებით, ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად ნებართვების გაცემას აგრძელებენ

13:16 სამშაბათი, 09 თებერვალი 2021

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გრძელდება საშვების გაცემა, რომელიც ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს ე.წ. საზღვარი გამარტივებული წესით, ხელჩუას გამშვები პუნქტით გადაკვეთონ.

ამასთან, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აღნიშნავს, რომ „სასაზღვრო ზონაში“ მდებარე რაიონებში სახნავი და სხვა სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მოახლოვდა და შესაბამისი ნებართვის მისაღებად აუცილებელია დოკუმენტების დროულად წარდგენა.

„საშვების გაცემა ხორციელდება „საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის ორგანიზაციის შესახებ“ 2011 წლის 15 თებერვლის N26 დადგენილების შესაბამისად“, – აცხადებენ ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაკეტა, რის შემდეგაც ე.წ. საზღვირს გადასაკვეთად „საშვების“ გაცემა დაიწყო.

ახალგორელი სამოქალქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ხელჩუას ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება გაუგებარია და ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებისთვის ახალი თავსატეხია, რადგან ზრდის გზას და ტრანსპორტის ხარჯებს.

„უშიშროების კომიტეტი (КГБ) წერს, რომ დაწყებულია საშვების გაცემა. დიახ, ვადასტურებ, რომ საშვებს გასცემენ 2019 წლის ოქტომბრიდან. სიახლე ის არის, რომ წელს მხოლოდ ერთხელ გამოაკრეს სიები, საბიუჯეტი ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი „შავ სიაშია“. ესე იგი, თუ ხელჩუას მიმართულებით გზა გახსნილია, მხოლოდ მოხუცებს შეუძლიათ გადაადგილება?“, – ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

მისივე თქმით, ის, რომ ახალგორის რაიონისთვის გზა აუცილებელია, ბოლო დღეების მოვლენებმაც აჩვენა, როდესაც საჭირო გახდა მძიმედ ავადმყოფთა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია თბილისში. 

„ადგილობრივებსაც ხელჩუას გავლა მოუწევთ? იქნებ ჩვენი გამშვები პუნქტი გარკვეულ დღეებში გაიხსნას, რომ ადამიანს კვირაში ერთი არ ორი დღე გადაადგილება შეეძლოს? ნებისმიერი შეძლებდა ერთ დღეში წეროვანსა და თბილისში წასვლას და დაბრუნებას. ხელჩუას გავლით ეს შეუძლებელია“, – ამბობს მეარაყიშვილი.

სოფელ ხელჩუას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელი ზარდიანთკარი ესაზღვრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]