weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მე-5 კლასიდან მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

13:38 სამშაბათი, 09 თებერვალი 2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. განათლების მინისტრის, მიხელ ჩხენკელის განცხადებით, მოსაწავლეებს სკოლაში პირბადე მშობლებმა უნდა გაატანონ.

„დეტალური ინსტრუქციები დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლა მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან.

სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს, საკლასო ოთახებს. ჩვენ გვინდა, რომ ეს შენარჩუნდეს, აღარ მოგვიწიოს ისევ დისტანციურ ფორმატზე გადასვლა. იმისთვის, რომ ეს შენარჩუნდეს, პირბადეების თემას ვამატებთ.

ჩვენ დეტალურად გავივლით პროტოკოლს, ამჯერად მშობლებმა უნდა გამოატანონ თავიანთ შვილებს პირბადე“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, დეტალური პროტოკოლი შემუშავდება და გამოქვეყნდება.

საქართველოს სკოლების უმეტეს ნაწილში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. გამონაკლისია თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლები. ამ ქალაქებში ბაშვები საკლასო ოთახებს 15 თებერვლიდან დაბრუნდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]