weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციაზე 51 პირის იდენტიფიცირება მოვახდინეთ – შსს

17:20 სამშაბათი, 09 თებერვალი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციაზე, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის ფაქტზე, 51 პირის იდენტიფიცირება მოახდინა.

იდენტიფიცირებულთაგან რვა პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს, 24 პირზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს, ხოლო გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის განმეორების გამო, 19 პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248 პრიმა მუხლით (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა).

შსს-ში არ აკონკრეტებენ იდენტიფიცირებული პირების ვინაობას.

6 თებერვალს, ე.წ. კომენდანტის საათის პარალელურად, თბილისსა და ბათუმში „დაუმორჩილებლობის მარში“ გაიმართა. ამ ფორმით მოქალაქეებმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები გააპროტესტეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]