weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

18 244 ტესტის შედეგად კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:27 ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2021

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 18 244 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 469 ინფიცირებული, ხოლო 5 – გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.98%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის მანძილზე 3.64%-ია, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარში – 29, იმერეთში – 78, ქვემო ქართლში – 23, შიდა ქართლში – 43, გურიაში – 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 57, კახეთში – 38, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების 4879 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის ბინაზე, 2094 – მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 316 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

მძიმეა 471 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 133.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსი სულ 263 601 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 255 385. დღემდე ვირუსს ჯამში 3311 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]