weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

გურჯაანში სარწყავი არხების მოწყობისას 254 309 ლარი მიითვისეს – სუს

14:15 ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2021

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის, ბრალდებულის სახით, სახელმწიფო კომპანია, შპს „საქართველოს მელიორაციისა“ და ტენდერებში გამარჯვებული ორი კერძო კომპანიის თანამშრომლები პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების გამანაწილებელი არხების გ-32-სა და გ-35-ის მოწყობის თაობაზე, რომლის ღირებულება 2 421 360 და 1 482 680 ლარი იყო

„გ-32-ის მოწყობის სამუშაოებში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „კაპიტელმა“ და გ-35-ის მოწყობის სამუშაოებში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „კალასმა“, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოები არ აწარმოეს დადგენილი პროექტის შესაბამისად, რის შედეგადაც შპს „კაპიტელის“ წარმომადგენლები თაღლითურად დაეუფლნენ 148 072 ლარს, ხოლო შპს „კალასის“ წარმომადგენლები – 106 237 ლარს.

სამუშაოთა წარმოების ორივე მიმართულებაზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ზედამხედველობისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საველე ინჟინერ-ზედამხედველები, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ სამუშაოთა არასრულყოფილად წარმოების შესახებ, არ გაატარეს სათანადო ზომები და საპირისპიროდ ხელმოწერით დაადასტურეს ყალბად შედგენილი ფარული სამუშაოების ამსახველი აქტები და სამუშაოთა შესრულების უწყებები, რითიც დაეხმარნენ შპს-ს წარმომადგენლებს თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

პასუხისგებაში სულ 7 პირია მიცემული. დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე გამოძიებას ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]