weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

200-ლარიან კომპენსაციას საუბნო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრებიც მიიღებენ

14:22 ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2021

200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა წრე გაფართოვდა. მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, თუ პირი 2020 წელს დაქირავებული იყო, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და ამ პერიოდის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უფიქსირდება ხელფასის მიღება, ეს გარემოება აღარ გამოიწვევს კომპენსაციის გაცემის შეზღუდვას.

ცვლილება შეეხო იმ პირებსაც, რომლებზეც ვერ განხორციელდა განაცხადების წარდგენა იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან დამქირავებლის გარდაცვალების გამო. ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემის მიზნით, დაქირავებულ პირს თავად შეუძლია, მიმართოს განცხადებით შემოსავლების სამსახურს. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, მათ მონაცემთა ბაზაში 11 900 განაცხადია დარეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]