weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

21 890 ტესტის შედეგად კოვიდ-ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:37 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 21 890 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 639 ინფიცირებული, ხოლო 10 გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.54%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე შეადგენს 3.5%-ს, ხოლო 7 დღის მაჩვენებელი – 3.23%-ია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 209, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 113

შიდა ქართლი – 63

ქვემო ქართლი – 43

გურია – 33

კახეთი – 33

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 24

აჭარა – 21

სამცხე-ჯავახეთი – 10

მცხეთა-მთიანეთი – 7

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 4787 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2414 მკურნალობს ბინაზე, ხოლო 2083 – საავადმყოფოში. 290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ამ ეტაპზე მძიმეა 456 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 129 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 12 886 ადამიანი.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსი სულ 264 158 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 256 024. ვირუსს ჯამში 3 321 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]