weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტყიბულში 11 მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის

12:05 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

ტყიბულში, ძიძიგურის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. N4 ნახშირმომპოვებელი უბნის 11 მეშახტე შახტიდან არ ამოდის და ამ ფორმით კომპანია „საქნახშირის“ მიერ ხელფასის დაკლებას აპროტესტებს.

„საქნახშირის“ ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ მეშახტეები 300 მეტრის სიღრმეში იმყოფებიან და საკვები არ მიეწოდებათ.

„გამოგვიცხადეს, რომ ვინც იმუშავებს პირველი იანვრიდან 15 იანვრამდე, მას ხელფასზე დამატებით 20% მიეცემოდა. იმუშავა ხალხმა. მოვიდა ხელფასების დრო და ხალხი გადააგდეს. 1400 ტონა ნახშირი დააკელითო გეგმას. გამოდის, რომ ტყუილად გვამუშავეს“, – თქვა ერთ-ერთმა მეშახტემ ჟურნალისტებთან.

„საქნახშირი“ აცხადებს, რომ მათი თანამშრომლები უსაფრთხოების წესებს უხეშად არღვევენ და ავარიულ სიტუაციას ქმნიან. კომპანიის განმარტებით, მეოთხე უბნის თანამშრომლების ანაზღაურებაზე მათ მიერ გეგმის მხოლოდ 77.7%-ით შესრულება აისახა.

„სავარაუდოდ, აღნიშნული შესაძლებელია უკავშირდებოდეს N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მუშაობის იანვრის თვის შედეგების შეჯამებას. 10 თებერვალს, დღის 11 საათზე, საქნახშირის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ IV უბნის ხელმძღვანელები და მოხდა იანვრის თვის შედეგების შეჯამება-განხილვა.

საერთო ჯამში, იანვარში II უბანმა 6100 ტონა ნახშირი მოიპოვა და გეგმა 110.9%-ით შეასრულა, რაც მოიცავს 91.01 ლარს დღეზე; VI უბანმა მოიპოვა 5405 ტონა, გეგმა შესრულდა 108.1%-ით. ანაზღაურებამ შეადგინა 90.00 ლარი დღეზე; IV უბანმა მოიპოვა 4660 ტონა, გეგმა შესრულდა მხოლოდ 77.7% -ით. ანაზღაურებამ დღეზე 48.00 ლარი შეადგინა“, – განმარტავს „საქნახშირი“.

კომპანია აღნიშნავს, რომ სპეციალური კომისია უახლოეს 10 დღეში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა გეგმა ვერ შეასრულეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]