weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სინოდმა დაადგინა, რომ საზღვარი უნდა გაევლოს 1937-38 წლების რუკების მიხედვით – მეუფე დავითი

16:22 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდის განჩინება მოგვიანებით გამოქვეყნდება, თუმცა მანამდე მღვდელმთავრებმა განცხადებები გააკეთეს საპატრიარქოს ტელევიზიასთან.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის განცხადებით, სხდომაზე განიხილეს ათზე მეტი საკითხი, რომელიც საზოგადოებას და ეკლესიის მრევლს აინტერესებს.

„პირველ საკითხად გამოტანილი იყო დავით გარეჯის საკითხი, რომელის თაობაზეც მოხსენება გვქონდა. მგონია, მრავალად არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ დავით გარეჯის საქართველოს კუთვნილებაში და თვითონ ამ ქართულ თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია-მონასტრების ქრისტიანულ-ქართული წარმომავლობის შესახებ.

სინოდმა იმსჯელა ამაზე და აღიარა, დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 1:200 000-იანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი“, – განაცხადა მეუფე დავითმა.

მისივე თქმით, რადგან თემის გარშემო დიდი ინტერესია, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით გარეჯის ისტორიისა და პრობლემატიკის დაწვრილებით ახსნისთვის.

სინოდის სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]