weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

62 მუნიციპალიტეტში გზებზე ვიდეოკამერები დამონტაჟდება

17:35 ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017

ქვეყნის 62 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდება. ეს ღონისძიება საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანაფარგლებში ხორციელდება.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ვიდეოკონტროლის ტექნიკური საშუალებების განთავსება იგეგმება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: 

  • ქალაქი გორი (8 ცალი), კასპი (18 ცალი), გორი (18 ცალი), ქარელი (15 ცალი) და ხაშური (23 ცალი);
  • ქალაქი ამბროლაური (10 ცალი), ამბროლაური (6 ცალი), ონი (7 ცალი), ლენტეხი (2 ცალი) და ცაგერი (3 ცალი);
  • ქალაქი ზუგდიდი (10 ცალი), აბაშა (8 ცალი), ჩხოროწყუ (10 ცალი), ქალაქი ფოთი (40 ცალი), მარტვილი (15 ცალი), მესტია (5 ცალი), სენაკი (9 ცალი), წალენჯიხა (14 ცალი), ხობი (10 ცალი) და ზუგდიდი (19 ცალი);
  • ქალაქი თელავი (10 ცალი), თელავი (12 ცალი), გურჯაანი (16 ცალი), დედოფლისწყარო (8 ცალი), ლაგოდეხი (16 ცალი), საგარეჯო (10 ცალი), სიღნაღი (8 ცალი) და ყვარელი (18 ცალი);
  • ქალაქი რუსთავი (69 ცალი), დმანისი (12 ცალი), მარნეული (85 ცალი), თეთრიწყარო (20 ცალი), გარდაბანი (54 ცალი), წალკა (20 ცალი) და ბოლნისი (20 ცალი);
  • ქალაქი ოზურგეთი (3 ცალი), ჩოხატაური (4 ცალი), ოზურგეთი (14 ცალი) და ლანჩხუთი (4 ცალი);
  • ქალაქი ახალციხე (10 ცალი), ადიგენი (14 ცალი), ასპინძა (5 ცალი), ახალციხე (4 ცალი), ახალქალაქი (10 ცალი), ბორჯომი (12 ცალი) და ნინოწმინდა (10 ცალი);
  • ქალაქი მცხეთა (4 ცალი), ყაზბეგი (11 ცალი), მცხეთა (20 ცალი), თიანეთი (10 ცალი) და დუშეთი (13 ცალი);
  • ქალაქი ქუთაისი (20 ცალი), ტყიბული (10 ცალი), წყალტუბო (20 ცალი), საჩხერე (19 ცალი), ხარაგაული (6 ცალი), ხონი (5 ცალი), ზესტაფონი (22 ცალი), ვანი (6 ცალი), სამტრედია (20 ცალი), თერჯოლა (6 ცალი) და ჭიათურა (8 ცალი).

აღნიშნული მუნიციპალიტეტები ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიწოდებას, მონტაჟს და შემდგომ მოვლა-პატრონობას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით განახორციელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]