„ზოგადად განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი. ფაქტობრივად, აქ ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია და როგორც ასეთი. ეს სუფთად ბიოლოგიური საკითხია და მედიცინის საკითხია. არ დაბრკოლდებიან ის ადამიანები. ჩვენ კი არა თვითონ გაეროს აქვს მიღებული ასეთი ის, რომ ვინც გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს მათ შორის არანაირი განსხვავება არ იყოს. ჩვენი მხრიდანაც არანაირი განსხვავებები არ იქნება“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.
წმინდა სინოდის სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. საპატრიარქოს ტელევიზიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ პირბადე მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს ეკეთა.