weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია – მიტროპოლიტი ანტონი სინოდის სხდომის შემდეგ

16:48 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხიც განიხილეს. როგორც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა განაცხადა, ეკლესია არ დააბრკოლებს იმ ადამიანებს, ვისაც აცრა სურთ.

„ზოგადად განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი. ფაქტობრივად, აქ ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია და როგორც ასეთი. ეს სუფთად ბიოლოგიური საკითხია და მედიცინის საკითხია. არ დაბრკოლდებიან ის ადამიანები. ჩვენ კი არა თვითონ გაეროს აქვს მიღებული ასეთი ის, რომ ვინც გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს მათ შორის არანაირი განსხვავება არ იყოს. ჩვენი მხრიდანაც არანაირი განსხვავებები არ იქნება“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

წმინდა სინოდის სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. საპატრიარქოს ტელევიზიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ პირბადე მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს ეკეთა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]