weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განმარტა, რატომ არ ეკეთათ სინოდის სხდომაზე პირბადე

17:14 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

ახალქალაქისა, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განმარტა, რატომ არ ეკეთათ მღვდელმთავრებს პირბადე წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარი მეუფემ სინოდი სხდომის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვისას გააკეთა.

„რატომ არ გვეკეთა პირბადეები, როგორ ფიქრობთ? არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს? პატრიარქს? ყველამ, აბსოლუტურად ყველამ გუშინ PCR ტესტი ავიღეთ. გუშინ საპატრიარქოში მთელი ლაბორატორია იყო მოწყობილი. ამიტომ მივეცით ჩვენ თავს ამის უფლება“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

წმინდა სინოდის სხდომას, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა, 35 მღვდელმთავარი დაესწრო. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ მათგან პირბადე მხოლოდ პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს ეკეთა. ის ილია მეორის გვერდით იჯდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]