weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

როკის გვირაბთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

21:01 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

საქართველოს მოქალაქე, 20 წლის ერიკ დრულევი, რომელიც 5 თებერვალს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე უკანონოდ დააკავეს, გათავისუფლებულია. მან ცხინვალის იზოლატორი დღეს, დღის ბოლოს დატოვა, რის შემდეგაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

როგორც ერიკ დრულევმა განაცხადა, ის ვლადიკავკაზისკენ მიდიოდა, როცა დააკავეს. მისივე თქმით, იზოლატორში მარტო იყო და სხვა პატიმრები არ უნახავს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დრულევის გათავისუფლების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განმარტებით, მარტის პირველ რიცხვებში გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი რაუნდი, სადაც უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გათავისუფლების საკითხს დააყენებენ.

 

ამ თემაზე:

სუს: საოკუპაციო რეჟიმმა 2011 წელს 140 პირი დააკავა, 2020 წელს – 64

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]