weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსს სამართავად ჭყონდიდის ეპარქიაც ჩააბარეს

21:30 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას ჩამოაშორეს და ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, სიმართლე არ არის. დაზუსტებული ინფორმაციით, მეუფე სტეფანეს სამართავად ჩააბარეს ჭყონდიდის ეპარქიაც.

საპატრიარქომ წმინდა სინოდის განჩინება გამოაქვეყნა

ბოლო პერიოდში მეუფე სტეფანემ ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გააკეთა. მიტროპოლიტმა რიონის ხეობის მოსახლეობასა და აქტივისტებს, რომლებიც ნამახვანჰესის წინააღმდეგ იბრძვიან თანადგომა გამოუცხადა.

„რიონის ხეობა ერთი საუკუნით თურქული კომპანიისთვის გადაუციათ და ზოგიერთს, ვინც იქ ცხოვრობს, არც მიყიდული აქვს მიწის ნაკვეთი, არც არაფერი და იქ გაჩერების უფლებას არ აძლევენ. ერთი საუკუნე იცით რას ნიშნავს? არცერთი აქ მყოფი ცოცხალი აღარ ვიქნებით.

თანაგრძნობა და თანადგომა მინდა გამოვუცხადო რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ ვიცოდეთ - რა ინტერესები ტრიალებს იმ ხეობაში? ეს არ არის მხოლოდ ორი რეგიონის პრობლემა, ეს არის მთელი საქართველოს საკითხი და ყველას გვეხება.

იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ ნათლად არ არის ნათქვამი და დასაბუთებული, რა შეიძლება მოჰყვეს 110 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ნამახვანზე და ზემოთ კიდევ „ტვიშიჰესის“ მშენებლობას, რომელიც ამის ნაწილია“- განაცხადა რამდენიმე დღის წინ, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.

იგი პოლიციის მიერ 30 იანვარს აქციის დაშლასაც გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართა: „პოლიციელებს ჰქონდეთ პირი თავისი მეზობლების, მეგობრების თვალებში ჩახედვისა. ისე არ მოიქცნენ, რომ სირცხვილი იყოს მერე მათი გამოჩენა“.

ეპისკოპოსის განმარტებით, ის ნამახვანჰესის პროექტს იმიტომ არ აკრიტიკებს, რომ მისი ინვესტორი თურქული კომპანიაა, არამედ იმიტომ, რომ ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებით ადამიანის უფლებები ირღვევა, რეგიონს საფრთხეები ემუქრება და ხელისუფლება არასწორად, უკანონოდ მოქმედებს. 

 

ამ თემაზე:

ჩემი საქციელი უღირსი იქნება, თუ ნამოხვანის ჰესებზე ხმამაღლა არ ვისაუბრებ - მეუფე სტეფანე

რატომ გაასხვისეთ რიონის ხეობა 99 წლით? მეუფე სტეფანე მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]