11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.36%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.0%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 108
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 46
შიდა ქართლი – 40
კახეთი – 40
ქვემო ქართლი – 26
გურია – 20
აჭარა – 19
სამცხე-ჯავახეთი – 9
მცხეთა-მთიანეთი – 5
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4619 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2290 ინფიცირებული მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო 2045 – საავადმყოფოში. 284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
დღეისთვის 438 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი.
საქართველოში „კოვიდ 19-ის“ პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსი 264 665 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 256 684. დღემდე ვირუსს ჯამში 3336 პირი ემსხვერპლა.