weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„გირჩის ეკლესიის“ წევრებს არც მოვნათლავთ, არც ჯვარს დავწერთ, არც წესს ავუგებთ“

12:16 პარასკევი, 12 თებერვალი 2021

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტისა და სინოდის წევრის, მეუფე დანიელის განცხადებით, პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ პირებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფრთხილებს, რომ საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.

მიტროპოლიტის თქმით, ეს საკითხი სინოდის სხდომაზე განიხილეს:

„შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია - ქრისტიანთა გაერთიანება, „ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს განურჩევლად სქესისა ადამიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისთვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას.

ეკლესია აფრთხილებს ყველას, ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრდება, მას აღარ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ისეთ საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის – ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა“.

„გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ 2017 წელს იმ მიზნით დააფუძნა, რომ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებაში დაეხმაროს. ორგანიზაცია წვევამდელებზე მღვდელმსახურის ცნობას გასცემს, რითიც სამხედრო სამსახურის გადავადებაა შესაძლებელი. 6 თვის ვადით გაცემული ცნობა 50 ლარი ღირს, მაშინ, როცა ერთი წლით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოსაკრებელი 2000 ლარს შეადგენს.

2019 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა „გირჩი“ სექტანტობასა და ქვეყნისთვის სახიფათო საქმიანობაში დაადანაშაულა.

2017 წლის საშემოდგომო და 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, 5.9 ათასი წვევამდელიდან 4.4 ათასმა სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი „გირჩის“ ეკლესიის მღვდელმსახურის მოწმობით აარიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]