weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

13 დიდ ქალაქში მოსწავლეთა 12%-მა დისტანციურ სწავლებაზე დარჩენა ისურვა – დგებუაძე

12:55 პარასკევი, 12 თებერვალი 2021

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, დიდი ქალაქების სკოლების მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ განაგრძოს.

დისტანციური სწავლების მსურველებმა უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და ასევე გაიარონ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე - https://online.emis.ge

„მხოლოდ ყოველ ოთხშაბათს, 24 საათის განმავლობაში იხსნება ფანჯარა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რეგისტრაცია ხდება იმისთვის, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ასევე ეძლევათ შესაძლებლობა უარი თქვან და მათ შვილები საკლასო ოთახში დაბრუნდნენ. ეს პროცესი 13 ქალაქში მიმდინარეობს. აქ არის მთლიანობაში დაახლოებით 297 767 მოსწავლე, 12%-ია, ვინც სურვილი გამოთქვა დისტანციურ სწავლაზე დარჩენის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

12 ქალაქის - თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის გააკეთონ. ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

განათლების სამინისტროს განმარტებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების მოთხოვნის უფლება აქვთ მასწავლებლებს, რომლებიც რისკ ჯგუფში იმყოფებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]