12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%, ბოლო 14 დღის – 3.2%, ბოლო 7 დღის კი – 2.75%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 535 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 101
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 42
შიდა ქართლი – 40
ქვემო ქართლი – 36
კახეთი – 36
გურია – 32
აჭარა – 28
მცხეთა-მთიანეთი – 10
სამცხე-ჯავახეთი – 6
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4390, საიდანაც: 2004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში (მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 891, აჭარაში – 165, იმერეთში – 456). მძიმე პაციენტია 429 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110.
277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 2109 – ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 11 782 იმყოფება.
საქართველოში კოვიდ-პანდემიის გავრცელების დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე საქართველოში სულ 265 200 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 257 441. დღემდე ვირუსს ჯამში 3343 პირი ემსხვერპლა.