weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისში 73 წლის კაცი დააყაჩაღეს და სავარაუდოდ უთოთი აწამეს

14:52 შაბათი, 13 თებერვალი 2021

ქუთაისთან, რკინიგზის სადგურ „რიონის“ მახლობლად, ოჯახი დააყაჩაღეს და 73 წლის მამაკაცი სავარაუდოდ უთოთი აწამეს. შემთხვევა წუხელ, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.

დაშავებული დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. როგორც მისი მეუღლე ჟურნალისტებთან ამბობს, მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა მეზობელმა, რომელმაც დილით შენიშნა, რომ სახლის ჭიშკარი ღია იყო.

„შევიდა და კვნესა გაიგო. დაბმული, დაბორკილი, გაშიშვლებული და დამწვარი იყო. რომ არ მისულიყო მეზობლის ბიჭი, კაცი 10 წუთში შეიძლებოდა მომკვდარიყო. ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ თოფია წაღებული. დამტვრეულ-დანგრეულია მთელი სახლი“, – განაცხადა ქალმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]