weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

15 თებერვლიდან პრობაციის ბიუროებში გამოცხადება სავალდებულო იქნება

16:36 შაბათი, 13 თებერვალი 2021

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 თებერვლიდან, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში, აღრიცხვაზე მყოფი პირობითი მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროებში დადგენილი რეჟიმით გამოცხადდებიან.

„რადგან ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა აღდგენილი, პრობაციის ბიუროები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. შესაბამისად, პრობაციონერების ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება 15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სრულად აღდგება“, – აცხადებენ პრობაციის სააგენტოში.

მსჯავრდებულები 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ლ თებერვლამდე პერიოდში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტის გამო, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლებულნი იყვნენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]