weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში, თელავსა და ბათუმში აქცია „გადავარჩინოთ ბახმარო“ გაიმართება

19:02 შაბათი, 13 თებერვალი 2021

ხვალ, 13 თებერვალს, თბილისში, თელავსა და ბათუმში სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია „გადავარჩინოთ ბახმარო“ გაიმართება. აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

აქციის ორგანიზატორები გურიაში, კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე, მდინარეებზე ბახვისწყალსა და მის შენაკად ბაისურაზე „ბახვი 1 ჰესის“ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. მანამდე მათ ელექტრონული პეტიცია გამოაქვეყნეს, რომლითაც მთავრობისგან ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობაზე უარის თქმას და გურიის მთიანეთში დაცული ტერიტორიის შექმნას ითხოვენ.

„სამშენებლო ტერიტორია მთლიანად მოქცეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში. ჰესის მშენებლობა კურორტის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარის ხეობას, არამედ კურორტ ბახმაროსა და რეგიონის მდგრად განვითარებას.

პროექტის ეკონომიკური საჭიროება დაუსაბუთებელია: არ არის წარმოდგენილი პროექტის ეკონომიკური და ენერგეტიკული სარგებლიანობის საკითხი. არ არის გაკეთებული დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი ეკონომიურ ჭრილში, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი უნდა იყოს.

კომპანიის წარმომადგენელი არ ასახელებს ტარიფს, რომლითაც მოხდება გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვა სახელმწიფოს მიერ, აღნიშნული ჰესის აშენებით გურიის რეგიონს არც ელექტროენერგიის ტარიფი შეუმცირდება, არც ელექტროენერგიის მიწოდება გაუუმჯობესდება, ხოლო ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია მნიშვნელოვან ზიანს შეუქმნის კურორტ ბახმაროში ტურიზმის განვითარებას.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით ჰესი ითვალისწინებს მდინარეებზე ბახვისწყალსა და ბაისურაზე ორი შეგუბების მოწყობას, რამდენადაც ამ მდინარეებს არ აქვთ ჰესის მთელი წლის განმავლობაში ექსპლუატაციისთვის საკმარისი წყალი. შეგუბებების მოწყობა წყლის ზედაპირის სარკე გაზრდის ტენიანობას ბახმაროში, შეცვლის მიკროკლიმატს, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ბახმაროს სამკურნალო ჰავასა და ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტის პერსპექტივებზე“, – აცხადებენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

„ბახვი 1 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 12 მგვტ უნდა იყოს, რაც წელიწადში დაახლოებით 50 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგიის წარმოებას გულისხმობს. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომლის მშენებლობაზეც მომავალში 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მემორანდუმი ეკონომიკის სამინისტროსა და ამერიკული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერს“ შორის გასული წლის აგვისტოში გაფორმდა. პროექტის მეშვეობით დაგეგმილია დაახლოებით 15.83 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]