weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სიცრუეა თითქოს დაპირისპირების შედეგად 3 პატიმარია გარდაცვლილი – პენიტენციური სამსახური

01:37 კვირა, 14 თებერვალი 2021

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და სამი პატიმარია გარდაცვლილი.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ეს არის სრული სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია.

„როგორც ირკვევა, ერთ-ერთი პატიმრის ოჯახში განხორციელდა ზარი და მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი პატიმარი გარდაიცვალა.

ეს არის მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან.

მივმართავთ პატიმრების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას და არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“, – განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა „ექსკლუზიური ინფორმაცია“, რომ ერთ-ერთ ციხეში ორი პატიმარი მოკლეს, „სხვა ვერსიით კი, სამი პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს და ოჯახს ფაქტის შესახებ შეატყობინეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]