weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:45 კვირა, 14 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 19 345 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 652 ინფიცირებული, ხოლო 9 – გარდაიცვალა.

13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.85%-ია, ბოლო 14 დღეში 3.06%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღეში – 2.6%-ს.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 150 შემთხვევა, აჭარაში – 19, იმერეთში – 49, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 27, გურიაში – 35, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 4086 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1948 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 875, აჭარაში – 170, იმერეთში – 446. მძიმეა 435 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105;
  • 1900 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 238 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, ხოლო 11 979 პირი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 265 557 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 258 093 უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 3352 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]