weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

მარტში რა და როგორ მოხდება, 7-10 დღეში გამოიკვეთება – თურნავა შეზღუდვების მოხსნაზე

13:11 ორშაბათი, 15 თებერვალი 2021

ეკონოიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება იმისთვის, რომ შეაფასოს გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების ეფექტი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

„ჩვენ დაგვჭირდება ალბათ ერთი კვირა–ათი დღე, რომ დავინახოთ რა შედეგი მოგვცა დადებითობის მაჩვენებლის თვალსაზრისით ისეთი დიდი მობილობის მაგენერირებელი სფეროების გახსნამ როგორიც არის საქალაქო ტრანსპორტი, სკოლები, ვაჭრობა.

ბაზრობებთან მიმართებაში გარკვეული შენიშნები არსებობს, არ არის ყველაფერი ისე მარტივად და შრომის ინსპექცია მაქსიმალურად აკონტროლებს და აჯარიმებს. აქედან გამომდინარე გამოჩნდება შემდეგი ნაბიჯის თარიღები.  

მინდა გავაფრთხილო ბიზნესი და ზოგადად, საზოგადოება, რომ თითოეული ჩვენთაგანის ხელშია ეს კალენდარი შემდგომი შემსუბუქების. ჩვენ თუ ახალა, ყველანი ერთად კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით და შევასრულებთ ყველა აუცილებელ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვართ განწყობილი და შემდგომი შემსუბუქების თარიღი უფრო მალე დადგება.

მესმის, ყველას უნდა კონკრეტული თარიღის დასახელება, მაგრამ ჩვენ ძალიან პასუხისმგებლობით ვუდგებით ამას. შეიძლება დავასახელოთ თარიღი და შემდეგ რაღაც შეიცვალოს. ეს არ იქნება სწორი მესიჯი. ამიტომ ვამბობთ, რომ ერთი კვირა-10 დღე დაგვჭირდება. სულ ერთი-ორი კვირაა, რაც გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები, დღეს კიდევ დაემატა სკოლები. დაველოდოთ ეფექტს. გამომდინარე აქედან, მარტში რა და როგორ მოხდება გამოიკვეთება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე მთავრობა ჯერ არ მსჯელობს.

„ჩვენ ახლა ვმსჯელობთ შემდეგ ნაბიჯებზე, რადგან ჯერ კიდევ დარჩა ბიზნესები, სადაც არ შეგვიმსუბუქებია მიდგომა. ჯერ ვერ გავხსენით საბავშვო ბაღები, ფიტნეს-ინდუსტრია, სპორტული ობიექტები. ალბათ, პირველ რიგში, ვიმსჯელებთ ამ სფეროებზე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, ხოლო ღამის საათებში გადაადგილების საკითხს, სავარაუდოდ, უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ“, – აღნიშნა თურნავამ.

დღეიდან, 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. გარდა ამისა, კვების ობიექტებს, მათ შორის, რესტორნებს მიეცათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ღია სივრცეში სტუმრების მიღების შესაძლებლობა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული 9197 ტესტის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]