weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, უძღები შვილი დაბრუნდება – ილია მეორე

14:17 ორშაბათი, 15 თებერვალი 2021

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გამოეხმაურა მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას ბრალდებებს და განაცხადა, რომ ის შეცდომილი მოძღვარია, რომლისთვისაც ეკლესია ლოცულობს.

ილია მეორის თქმით, ბოლო დღეებში ეკლესიაში დიდი განსაცდელი იყო.

„მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება, უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს.

ყველას გილოცავთ დღესასწაულს!

„აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დადიდებად ერისა შენისა ისრაელისა“.

ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესა და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ“, – განაცხადა პატრიარქმა მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგების დროს.

პეტრე ცაავა ილია მეორეს მამათმავლობაში ადანაშაულებს. ყოფილი მიტროპოლიტი მოითხოვს, რომ სინოდმა მის მიერ გაჟღერებული ბრალდებები განიხილოს და რჯულის კანონის შესაბამისად, დასაჯოს კათოლიკოს-პატრიარქი. მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ეკლესიას უწმინდური ადამიანი მართავს.

წმინდა სინოდმა პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან 2019 წლის 31 ოქტომბერს გადააყენა, თუმცა, სასულიერო ხარისხიდან არ განკვეთა. სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით, შეიქმნება სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას.

ამასთან, სინოდის განცხადებით, მიტროპოლიტი „ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]