weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გოგონას თვითმკვლელობის საქმეზე ბრალდებულს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

18:27 ორშაბათი, 15 თებერვალი 2021
კადრი ტელეკომპანია ფორმულას ეთერიდან კადრი ტელეკომპანია ფორმულას ეთერიდან

22 წლის ანი დიასამიძის თქმით, ქობულეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცის მხრიდან, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, 17 წლის იყო და ბრალდებულს არ იცნობდა.

„ეს იყო ჩვეულებრივი სექსუალური შევიწროება, ფიზიკური შეხება ხელით. კონკრეტული დეტალების თქმა არ შემიძლია. ამის შესახებ ვერავის ვეუბნებოდი. ახლა, ჩემთან მიმართებაში არაფერს ვითხოვ. ერთადერთი, რაც მინდა, არის ის, რომ ხვალ იგივე აღარ მოხდეს. ალბათ ჩემს გარდა სხვებიც იქნებოდნენ და თავის დროზე ხმა რომ ამოგვეღო, ეს დაუსჯელობის სინდრომი არ იქნებოდა და ვერც კი გაბედავდა, მსგავსი რამ ჩაედინა. ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიაზრებ და მიმაჩნია, რომ მეც დამნაშავე ვარ, რადგან ჩუმად ვიყავი და ამით დანაშაულის გამოსყიდვა მინდა. მან აღიარა და ბოდიშიც კი მოიხადა ჩემთან“, – განაცხადა ანი დიასამიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ანი დიასამიძის განცხადებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ამ საკითხზე ჯერ არ უსაუბრია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 წლის ნ.ტ. 10 თებერვალს მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე ორი თვით ადრე გოგონამ და მისმა ნათესავებმა ქობულეთის პოლიციას აცნობეს, რომ არასრულწლოვანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თითქმის ორი თვე გააჭიანურა იმ საბაბით, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქონდათ, თუმცა არც სავარაუდო მოძალადე დაუკითხავთ. ამას მისი ადვოკატიც ადასტურებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ 24 წლის ნ.ტ.-მ იცოდა, გოგონა თექვსმეტ წელს მიუღწეველი იყო, თუმცა, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამის შემდეგ მამაკაცმა გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა, მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა, რითიც დაამცირა მისი ღირსება და რის გამოც ბავშვმა თავი მოიკლა.

დაკავებულს ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა წარუდგინეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ამ თემაზე:

ქობულეთში 14 წლის გოგონაზე მუქარის და ძალადობის ბრალდებით ბაბუა დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]