weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, კომენდანტი გაცილებით მკაცრი რამ არის – თურნავა

21:36 ორშაბათი, 15 თებერვალი 2021

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას „კომენდანტის საათს“ არ დაარქმევდა, რადგან კომენდანტის საათი უფრო მკაცრი რამ არის.

თურნავას თქმით, ამ შეზღუდვის შემსუბუქება ჯერ არ განიხილება.

„ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც ჩვენ საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, როდესაც დავაწესეთ ეს წერტილოვანი შეზღუდვები, იყო სწორედ ღამის საათების შეზღუდვა. არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, ის გაცილებით უფრო მკაცრი რამ არის.

სწორედ ამ გადაწყვეტილების, ამ ზომის გამო, ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე და ცალსახად ვთქვათ, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის, საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი.

რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, რადგან არ შეიძლება, ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჩვენ ჯერჯერობით ვმსჯელობთ შემდეგ ნაბიჯებზე, იმიტომ, რომ დარჩა ბიზნეს სექტორები, სადაც ჯერ არ შეგვიმსუბუქებია მიდგომა. ჯერჯერობით ვერ გავხსენით საბავშვო ბავშვები, ფიტნეს-ინდუსტრია და სპორტული ობიექტები. ალბათ, პირველ რიგში ვიმსჯელებთ ამ სფეროებზე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, ხოლო ღამის საათების შეზღუდვას, სავარაუდოდ, უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ.

ნუ ვიჩქარებთ, იმიტომ, რომ შეიძლება ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შემდეგ პრობლემა შექმნას და გვაიძულოს, რაღაც უკან გამოვიწვიოთ, რაც არ გვინდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

2020 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდულია პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

 

ამ თემაზე:

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას „კომენდანტის საათის“ გაუქმებისკენ მოუწოდებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]