weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:09 სამშაბათი, 16 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 20 549 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 496 ინფიცირებული, ხოლო 14 – გარდაიცვალა.

15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.6%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.9%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარაში – 32, იმერეთში – 138, ქვემო ქართლში – 25, შიდა ქართლში – 69, გურიაში –55, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 41, კახეთში – 33, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში –7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების 3831 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 816, აჭარაში – 152, იმერეთში – 446;
  • 1753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 230 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დღეის მდგომარეობით 395 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 103 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, 11 020 კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 266 462 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 259 228 უკვე გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 3377 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]