საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხის შენობაზე ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა და არსებობდა მეზობელ სახლებზე გადასვლის საშიშროებაც, თუმცა საფრთხე მეხანძრეებმა დროულად აღკვეთეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილობრივებს ახალი სკოლის აშენებას დაპირდა.
„გაიცა შესაბამისი დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს პროექტირება და ძალიან მალე ამ სოფელს ექნება ახალი სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში არ გვქონდეს შეფერხება. განათლების სამინისტრო და რესურს ცენტრი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მოსწავლეებს არ შეექმნათ შეფერხება უწყვეტი განათლების კუთხით“, – განაცხადა რიჟვაძემ.
ახალი სკოლის აშენებამდე, სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ფართი სოფელში მდებარე ერთ-ერთ შენობაში გამოიყო.