რაც შეეხება შემდეგი დღეების ამინდის პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, 18 თებერვალს პროგნოზირებულია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამისა და დილის საათებში მცირე თოვლი, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, დროგამოშვებით შესაძლებელია ქარის გაძლიერება 18-20 მ/წმ-მდე და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13, დღის საათებში კი -4, -6°C იქნება.
19-20 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობაა. შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -13, -15, დღის საათებში კი -5, -7°C იქნება.
21 თებერვალსაც ცვალებადი მოღრუბლულობაა პროგნოზირებული, თუმცა უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18 იქნება, ხოლო დღის საათებში -3, -5°C.
22-24 თებერვალს მოსალოდნელია მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -14, -16, დღის საათებში -2, -4°C.
25-26 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. სინოპტიკოსები ელიან თოვლს, დროგამოშვებით – ძლიერს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 იქნება, ხოლო დღის საათებში 0, -2°C.