weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისშია, 74 – კახეთში, 49 – იმერეთში

11:56 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე ჩატარდა 19 192 ტესტი, რის შედეგადაც ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 499 პაციენტი, ხოლო 13 – გარდაიცვალა.

16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.53%-ია, ბოლო 14 დღეში – 2.8%, ხოლო ბოლო 7 დღეში – 2.4%.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 486 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

კახეთი – 74

იმერეთი – 49

გურია – 37

შიდა ქართლი – 36

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 34

აჭარა – 32

ქვემო ქართლი – 14

მცხეთა-მთიანეთი – 8

სამცხე-ჯავახეთი – 4

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 805 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1828 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 810, აჭარაში - 166, იმერეთში - 421;
  • 1748 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 229 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დღეის მდგომარეობით, 379 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, 11 485კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 266 948 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 259 727 უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 3390 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]