weather cur horoscope tv
ნოემბერი 13, 2024

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარი იქნება – კანონპროექტი

13:47 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, 20 ლარით დაჯარიმდებიან ადამიანები, ვინც პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარების წესს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში დაარღვევენ.

ამასთან, კანონპროექტით დგინდება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის.

პარლამენტში კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილეს. დღევანდელი ვერსია არ ითვალისწინებს ჯარიმის გაზრდას იურიდიული პირებისთვის, რომლებიც განმეორებით ჩაიდენენ სამართალდარღვევას და დახურულ საჯარო სივრცეში ადამიანებს პირბადის გარეშე დაუშვებენ, თუმცა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ განმეორებითი სამართალდარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმა მათაც უნდა დაეკისროთ.

„მიმაჩნია, სამართლიანი და თანმიმდევრული მიდგომა იქნება, თუ განმეორებით შემთხვევაში იურიდიულ პირსაც ექნება სანქციის ნაწილში გაზრდილი ოდენობა. აქ ამოსავალი წერტილი ნათელია და არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს - საუბარია ადამიანის ჯანმრთელობასა და შესაძლო საფრთხეზე. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ იურიდიულმა პირმაც კეთილი უნდა ინებოს და მეტი ყურადღება და კონტროლი იქონიოს, მით უმეტეს, როცა შემსუბუქების ფონზე უნდა მოგვიწიოს გადასვლა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მოქმედი რეგულაციით, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება − გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]