weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მცხეთა-მთიანეთში ათობით სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

15:00 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021

მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ათობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგორც დუშეთის მერიაში აცხადებენ, ძლიერი ნალექის შედეგად, ფასანაურის ტერიტორიაზე დაზიანდა 110 მეტრიანი გადამცემი ხაზი.

დუშეთის რაიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება ჭოპორტს, ახატანს, ბულაჩაურს, მლაშეს, წითელსოფელს, ჩარგალს, თვალივს, ანანურს, ჭართალს, გუდამაყარს, დიდველს, ფასანაურს ხეობას, ჟინვალს, არაგვისპირს, ბოდორნას და გრემისხევს, ხოლო მცხეთის რაიონში – საგურამოს, შანკევანს, ბურიანს, გალავანსა და ჯიღაურას, ნიჩბისს, აღდგომიაანთკარს, წილკანს, ერედას, ფრეზეთს, ქსოვრისს და ძალისს.

ელექტროენერგია არ ჰქონდა ყაზბეგისა და თიანეთის მოსახლეობასაც.

„ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილებზე არიან გასულები, მიმდინარეობს დაზიანებული ფიდერების და ქვესადგურების აღდგენითი სამუშაოები. პრობლემის ოპერატიულად მოგვარების მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ რეგიონში დამატებითი ტექნიკური ჯგუფები გაგზავნა“, – აცხადებენ დუშეთის მერიაში.

დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია დაწესებული საავტომობილო გზებზეც. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]