დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.12%-ია, ბოლო 14 დღეში – 2.7%, ხოლო ბოლო 7 დღეში – 2.3%.
მთავრობის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია, ინფიცირების ახალი შემთხვევების მონაცემები რეგიონების მიხედვით.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელების დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი 267 313 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 260 266 ინფიცირებული. დღემდე ვირუსს ჯამში 3399 ადამიანი ემსხვერპლა.