როგორც პოლიციის წარმომადგენელმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, მამაკაცის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება დღეს, 18 თებერვალს, დილით მიიღეს. მისი ვინაობა დადგენილია და ის საქართველოს მოქალაქე არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.