18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.37%-ია, ბოლო 14 დღის – 2.7%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.4%.
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 52
შიდა ქართლი – 29
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27
გურია – 25
კახეთი – 25
ქვემო ქართლი – 21
აჭარა – 10
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7
მცხეთა-მთიანეთი – 6
სამცხე-ჯავახეთი – 4
ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 3672 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 1813 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 770, აჭარაში – 199, იმერეთში – 419;
- 1 627 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 232 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
დღეის მდგომარეობით, 356 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 106.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, 10 085 კი თვითიზოლაციაშია.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 267 701 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 260 597. დღემდე ვირუსს ჯამში 3406 პირი ემსხვერპლა.